სკოლა მერმისი

მთავარი წესები საიტის რუკა კავშირი
shinaganacesi
დამტკიცებულია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე 04.09.2010
დირექტორი ლ.აბაშიძე


საშუალო სკოლა „მერმისის“
შ ი ნ ა გ ა ნ ა წ ე ს ი


სკოლის მისიაა მთანამედროვე მოთხოვნათა შესაბამისად დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მოამზადოს მოზარდი.შექმნას ისეთი სასწავლო გარემო,რომელიც უზრუნველყოფს: აკადემიური განათლების მიღებას,
ინტეგრირებას დანარჩენ მსოფლიოსთან,სამოქალაქო საზოგადოების ღირებულებების ცოდნას,ზნეობრივ ჩამოყალიბებას.

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1.1.კერძო სამართლის იურიდიული პირი შპს „სასწავლო ცენტრი-XXI” ქ.ქუთაისის საშუალო სკოლა „მერმისი“ დაფუძნდა 1998 წელს (6.11.98.№12/4-860 რეგისტრირებული ქუთაისის სასამართლოს მიერ) და საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზია მიიღო 1999 წელს (ლიცენზია№205 10.12.99 რეესტრი№273 29.12.99 და № 00031731 სერია-000221 №01-14-10-2/1810)
1.2. სკოლა დამოუკიდებლად ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.
1.3. სკოლა საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციით, კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“,საკუთარი წესდებით, სხვა ნორმატიული აქტებით და ამ შინაგანაწესით.
1.4. სკოლას ხელმძღვანელობს დირექტორი,რომელიც ახორციელებს წარმომადგენლობას სხვა ორგანოში.
1.5. სკოლას ჰყავს მასწავლებელთა თვითმმართველობის ორგანო-პედაგოგიური საბჭო,რომელშიც შედის სკოლის ყველა პედაგოგი. პედაგოგიური საბჭო დირექტორის მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს სასკოლო სასწავლო გეგმას და ასრულებს წესდებით გათვალისწინებულ ფუნქცია-მოვალეობებს.
1.7.დისციპლინური გადაცდომის განხილვის მიზნით აირჩევა დისციპლინური კომიტეტი.
1.8. სკოლაში მოწვეულნი არიან მასწავლებლები და სხვა დამხმარე პერსონალი შრომითი ხელშერრულების საფუძველზე.
1.9.შრომის პირობები,რომელიც არ რეგულირდება ამ შინაგანაწესით ან შრომითი ხელშეკრულებით,
რეგულირდება საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით.
1.10. სკოლაში სწავლა ფასიანია და მის ზომას განსაზღვრავს დამფუძნებელი დირექტორთან და პედაგოგიურ კოლექტივთან შეთანხმებით. ამასთან, მათ აქვთ სწავლის ქირის ცვლილების უფლება ინფლაციის დონის ( 10-15) % ზრდის შემთხვევაში.
1.11. სწავლის გადასახადი შეიტანება საბანკო ანგარიშზე.
1.12. თანამშრომელთა შვილები სკოლაში სწავლობენ უფასოდ.


მუხლი 2. სკოლის მოვალეობები და ვალდებულებები

2.1. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით საკუთარი სასწავლო გეგმის შედგენა პრიორიტეტების (ინგლისური,მათემატიკა,ინფორმატიკა) გათვალისწინებით და სასწავლო პროცესის წარმართვა.
2.2. სტანდარტგარეშე სწავლების განხორციელება პრიორიტეტულ საგნებში.
2.3. სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების მოწყობა.
2.4.სპორტული და სხვა სახის წრეების ჩამოყალიბება
2.5. საგრანტო და სხვა სახის პროექტების მოძიება და მონაწილეობა.
2.6. სკოლის წლიური სამუშაო გეგმის შედგენა
2.7. სკოლის სტრატეგიული განვითარების გეგმის შედგენა
2.8. გაკვეთილების ცხრილის შედგენა - დამტკიცება
2.9. მასწავლებელთა მორიგეობის ცხრილის შედგენა - დამტკიცება
2.10. ანბანური წიგნის და სხვა სასკოლო დოკუმენტაციის წარმოება
2. 11. საგნობრივი მონიტორინგის წარმოება
2.12.სკოლის მიერ არჩეული სახელმძღვანელოების გაცნობა დაინტერესებული პირებისათვის (თვალსაჩინო ადგილზე გაკვრა)
2.13. მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მოზიდვა
2.14. ოლიმპიადებში,კონფერენციებში,სპორტულ შეჯიბრებებში და სხვა მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და წარმატებული მოსწავლეების წახალისება.

მუხლი 3. სამუშაოზე მიღება

3.1.სკოლაში აკადემიურ თანამდებობაზე მიღება ხდება კონკურსის საფუძველზე ( იხ.დებულება მასწავლებლის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ჩატარების წესის შესახებ).
3.2 თანამშრომელთან იდება შრომითი ხელშეკრულება განსაზღვრული ვადით.
3.3. შრომითი ხელშეკრულება შეიძლება დაიდოს გამოსაცდელი ვადით,არა უმეტეს 6 თვისა.
3.4.სამუშაოზე მიღებისას სკოლის დირექტორი დასაქმებულს აცნობს დამფუძნებელ დოკუმენტებს,
სასკოლო სასწავლო გეგმას,სანიტარიის,შრომის ჰიგიენის,ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვის საკითხებს.

მუხლი 4. თანამშრომელთა უფლება- მოვალეობანი
4.1. თანამშრომელი უფლებამოსილია:
4.1.1. შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ მიიღოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საზღაური
4.1.2. ისარგებლოს შვებულებით.
4.1.3. ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებების/თავისუფლების/შეზღუდვების შესახებ
4.1.4. თავისი უფლებების/თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს მასწავლებლის,სკოლის უკანონო ქმედებები.
4.1.5. გამოიყენოს სწავლებისა და კვლევის აკადემიური თავისუფლება იმ ფარგლებში, რომელიც არ
ეწინააღმდეგება ეროვნული სასწავლო გეგმისა და სკოლის სასწავლო გეგმით დასახული მიზნების მიღწევას,
4.1.6. აიმაღლოს კვალიფიკაცია

4.2. თანამშრომელი ვალდებულია:
4.2.1.შეასრულოს ის სამუშაო, რაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით.
4.2.2. კეთილსინდისიერად შეასრულოს პროფესიული სტანდარტის,ეთიკის კოდექსით, წესდებით შინაგანაწესით და სხვა შიდა სამსახურებრივი აქტებით განსაზღვრული მოვალეობანი. გაუფრთხილდეს საკუთარ, კოლეგის და სკოლის ღირსებას.
4.2.3. თავისი ქმედებით ხელი შეუწყოს სასწავლო პროცესის წარმატებულ ფუნქციონირებას.
4.2.4. შინაგანაწესით განსაზღვრულ საათებში იმყოფებოდეს სამსახურში.
4.2.5. შრომის უუნარობის/ავადმყოფობის დროს წინასწარ ან იმავე დღეს გაკვეთილების დაწყებამდე (15 წუთით ადრე მაინც) შეატყობინოს სკოლის დირექტორს სამუშაოზე გამოუცხადებლობის შესახებ და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს ზემოაღნიშნული ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი.
4.2.6. გაუფრთხილდეს სკოლის ქონებას,აღჭურვილობას,ინვენტარს,ხოლო მისი მიზეზით ქონების დაზიანების ან დაკარგვის შემთხვევაში იკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა.
4.2.7. შრომითი ურთიერთობის ვადაზე ადრე შეწყვეტის შემთხვევაში 30 კალენდარული დღით ადრე გააფრთხილოს დირექცია.
4.2.8. გამოცხადდეს სკოლაში მისთვის პირველი გაკვეთილის დაწყებამდე 10 წუთით ადრე და წავიდეს მისთვის ბოლო გაკვეთილის დამთავრებიდან 15 წუთის შემდეგ.
4.2.9. არდადეგების დღეებში დაიცვას დირექციის მიერ გამოცხადებული სამუშაო დროის გრაფიკი.
4.2.10. საჭიროების შემთხვევაში იმუშაოს შაბათ-კვირას, შრომის უუნარობის, ავადმყოფობის ან მსგავსი შემთხვევის დროს წინასწარ აცნობოს სკოლას და მოთხოვნის შემთხვევაში წარმოადგინოს დამადასტურებელი საბუთი. წინააღმდეგ შემთხვევაში სკოლა უფლებამოსილია ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება დასაქმებულთან (კვირეული სამუშაო დრო არ უნდა აღემატებოდეს 41 საათს შესვენების გარეშე).


მუხლი 5. სკოლის თვითშეფასება

5.1. მთელი სასწავლო წლის მანძილზე უნდა ხორციელდებოდეს სასწავლო პროცესის შემოწმება და მისი შესაბამისობაში მოყვანა ზოგადი განათლების ეროვნულ მიზნებსა და სხვა ნორმატიულ დოკუმენტებთან .
5.2. თვითშეფასების პროცესში მონაწილეობენ მასწავლებლები,მოსწავლეები,მშობლები.

მუხლი 7. სკოლის დირექტორი

7.1. ადამიანური რესურსების მართვა
7.1.1. შეიმუშავებს საშტატო განრიგს.
7.1.2. დებს შრომით ხელშეკრულებებს
7.1.3. უფლებამოსილია მასწავლებელს ვადამდე შეუწყვიტოს ხელშეკრულება ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში.

7.2. სასწავლო პროცესის მართვა

7.2.1. ზედამხედველობს სკოლაში მიმდინარე სასწავლო სააღმზრდელო პროცესს.
7.2.2. მონაწილეობს პედაგოგიური საბჭოსთან ერთად სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავებაში.
7.2.3. ამტკიცებს კლასის ხელმძღვანელებს
7.2.4. ამტკიცებს კათედრის გამგეებს
7.2.5. ამტკიცებს მასწავლებლის სასწავლო გეგმას (სილაბუსს)
7.2.6. ამტკიცებს კლასის ხელმძღვანელის სამუშაო გეგმას.

7.3. ფინანსური და სამართლებრივი მართვა

7.3.1. შეიმუშავებს სკოლის ბიუჯეტს.
7.3.2. კანონმდებლობის ფარგლებში გამოსცემს სამართლებრივ აქტებს.
7.3.3. დებს გარიგებებს.
7.3.4 შეიმუშავებს შინაგანაწესს პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად.
.

მუხლი 8. დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში

8.1. ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერთან ერთად განსაზღვრავს იმ სააღმზრდელო პროგრამების ჩამონათვალს,რომლის შესრულებაც დაგეგმილია შესაბამის სასწავლო წელს.
8.2. ამზადებს და წარუდგენს დირექტორს დასამტკიცებლად სასწავლო ცხრილს.
8.3. ამზადებს მასწავლებელთა მორიგეობის გრაფიკს.
8.4. თვალყურს ადევნებს სასწავლო პროცესის მიმდინარეობას, აკონტროლებს მასწავლებელთა სკოლაში გამოცხადების განრიგს.
8.5. ზედამხედველობს სასწავლო გრაფიკის დაცვას.
8.6. ზედამხედველობს ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისობას სკოლის საქმიანობასთან.


მუხლი 9. ხარისხის მართვისა და ინოვაციის მენეჯერი

9.1. ამზადებს (დირექტორის მოადგილესთან ერთად ) მიმდინარე სასწავლო წლის სასწავლო-სააღმზრდელო პროგრამებს.
9.2. ხელმძღვანელობს და კოორდინაციას უწევს კათედრების მუშაობას.
9.3. განიხილავს კათედრების სამოქმედო გეგმას.
9.4. აძლევს მითითებებს და დავალებებს მასწავლებლებს და მოსწავლეებს
9.5. შეიმუშავებს რეკომენდაციებს მასწავლებელთა (კვალიფიკაციის გათვალისწინებით) დატვირთვის შესახებ.
9.6. შეიმუშავებს რეკომენდაციებს ხარისხის ამაღლებისათვის.
9.7. ახორციელებს მონიტორინგს მასწავლებელთა მუშაობაზე მოსწავლეთა ტესტირების ან ანკეტური გამოკითხვის გზით.


მუხლი 10. ფინანსური მენეჯერი

10.1. უზრუნველყოფს საბუღალტრო აღრიცხვის ორგანიზაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

მუხლი 11. საგნობრივი კათედრები

11.1.ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების შესაბამისად იქმნება საგნობრივი კათედრები, სადაც ერთიანდებიან მონათესავე საგნების მასწავლებლები.
11.2.კათედრის გამგე აირჩევა წევრებს შორის ხმათა უმრავლესობით.
11.3. კათედრის გამგე ვალდებულია კათედრის წევრებთან შეთანხმებით შეადგინოს სამუშაო გეგმა, დასამტკიცებლად წარუდგინოს ხარისხის მართვის მენეჯერს და შეასრულოს გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები.
11.4. კათედრის გამგის ანაზღაურება დამოკიდებულია სკოლის ბიუჯეტზე.

მუხლი 12. კლასის დამრიგებელი
12.1. კლასის დამრიგებელს ნიშნავს და ათავისუფლებს სკოლის დირექტორი.
12.2. კლასის დამრიგებლის შრომის ანაზღაურება დამოკიდებულია სკოლის ბიუჯეტზე და სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს სკოლის დირექტორი ფინანსურ მენეჯერთან შეთანხმებით.
12.3.დამრიგებელი ვალდებულია იმყოფებოდეს სკოლაში სადამრიგებლო კლასის ძირითადი გაკვეთილების დასრულებამდე.
12.4. დამრიგებელი ვალდებულია იმყოფებოდეს კლასთან შესვენების დროს.
12.5.დამრიგებელი ვალდებულია ჰქონდეს სამუშაო გეგმა და ამ გეგმის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტები.
12.5. დამრიგებელია ვალდებულია იყოს შუამავალი მოსწავლეს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პრობლემის წარმოქმნის შემთხვევაში.
12.6. დამრიგებელი ვალდებულია მშობლებს შვილის ყოფაქცევა და აკადემიური მოსწრება გააცნოს მინიმუმ თვეში ერთხელ.
12.7. დამრიგებელი ვალდებულია საკუთარი სადამრიგებლო კლასის მოსწავლეების დასწრების აღრიცხვა შეამოწმოს ყოველდღიურად და ინფორმაცია ყოველკვირეულად ასახოს სკოლის ოფიციალურ დოკუმენტებში, ასევე ყოველკვირეული აკადემიური მოსწრება გადაიტანოს ელექტრონულ დღიურში და ელეტრონულ ჟურნალში.
12.8. დამრიგებელი ვალდებულია შეასრულოს ის მოთხოვნები, რაც გათვალისწინებულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში.
12.9.დამრიგებელი ვალდებულია სადამრიგებლო კლასთან ერთად გაუფრთხილდეს საკლასო ოთახს, ინვენტარს და სხვა ნივთებს, ხოლო დაზიანების შემთხვევაში აანაზღაუროს ზარალი.
12.10. დამრიგებელი ვალდებულია ფინანსურ მენეჯერთან ერთად აკონტროლოს სადამრიგებლო კლასის მოსწავლეთა სწავლის გადასახადის გადახდები და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს გადასახადების მობილიზებაში.

მუხლი 13. საგნის მასწავლებელი

13.1.საგნის მასწავლებლად შეირჩევა მაგისტრის (ან მასთან გათანაბრებული) აკადემიური ხარისხის მქონე პიროვნება.
13.2. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ფლობდეს გადასაცემი საგნის სწავლების ინოვაციურ მეთოდებს, მუდმივად ზრუნავდეს თვითგანათლებასა და საკუთარ ხარისხობრივ ზრდაზე.
13.3. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ითანამშრომლოს შესაბამის კათედრებთან.
13.4. საგნის მასწავლებელი ვალდებულია ჰქონდეს შესაბამისი საგნობრივი სილაბუსი და გაკვეთილის გეგმა.
13.4. საგნის მასწავლებელი ვალდებულია შეასრულოს დირექციის მიერ გამოცემული შიგა დოკუმენტების
მოთხოვნები.
13.5. საგნის მასწავლებელს ჩაუტარებელი გაკვეთილის ღირებულება არ აუნაზღაურდება.

მუხლი 14. ტექნიკური პერსონალი

14.1.დირექტორის მოადგილე სამეურნეო დარგში
14.1.1. ხელმძღვანელობს სკოლის დამხმარე-მომსახურე პერსონალის (დამლაგებელი,დარაჯები და ა.შ.) მუშაობას
14.1.2. პასუხისმგებელია სკოლის უძრავ-მოძრავი ქონების მოვლა-პატრონობაზე და სასწავლო პროცესისათვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოძიება-შეძენაზე.
14.1.3. პასუხისმგებელია შენობაში, ეზოში და მიმდებარე ტერიტორიაზე სანიტარული ნორმების უზრუნველყოფაზე.
14.1.4. პასუხისმგებელია ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების ნორმების უზრუნველყოფაზე.

14.2. საინფორმაციო-საკომუნიკაციო საქმეთა მენეჯერი

14.2.1. ხელმძღვანელობს სკოლისათვის საჭირო საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების ინფრასტრუქტურის განვითარებას.
14.2.2. სკოლის მასწავლებლებისათვის საჭიროების შემთხვევაში ატარებს უფასო ტრენინგებს ისტ-ის გამოყენებაზე.
14.2.3. კოორდინაციას უწევს სკოლის ინფორმაციული სისტემის (ვებ გვერდი,მოსწავლეთა მონაცემთა ბაზა და ა.შ) ფუნქციონირებას.
14.2.4. დახმარებას უწევს სხვა მასწავლებლებს ისტ-ს გამოყენებაში.
14.2.5. დირექტორის დავალებით ამზადებს შესაბამის დოკუმენტაციას.

14.3. საქმეთა მმართველი

14.3.1. პასუხისმგებელია სასკოლო დოკუმენტაციის (ბრძანებები,კადრების აღრიცხვის ფურცელი,შემოსული და გასული კორესპოდენცია) წარმოებასა და შენახვაზე.
14.3.2. პასუხისმგებელია მასწავლებელთა და მოსწავლეთა პირადი საქმეების მოწესრიგებასა და შენახვაზე.
14.3.3. პასუხისმგებელია სასკოლო ატესტატების შენახვა-გაცემაზე და ატესტატების წიგნის წარმოებაზე.
14.3.4.საჭიროების შემთხვევაში ასრულებს დირექტორის დავალებებს.

მუხლი 15. ბიბლიოთეკის გამგე

15.1. ხელმძღვანელობს სასკოლო ბიბლიოთეკის მუშაობას და პასუხისმგებელია წიგნადი ფონდის მოვლა-პატრონობაზე ( იხ.ბიბლიოთეკის დებულება).
15.2. დახმარებას უწევს მოსწავლეებს კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურის შერჩევაში.
15.3. დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციებს ბიბლიოთეკის გასაახლებლად საჭირო ლიტერატურის შესაძენად და ხელმძღვანელობს ბიბლიოთეკის დებულებით.

მუხლი 16. სკოლაში მოსწავლეთა ჩარიცხვის,კლასიდან-კლასში გადაყვანის და დათხოვნის პირობები

16.1. პირველ კლასში ჩაირიცხება მოსწავლე, რომელსაც სწავლის დაწყებამდე უსრულდება 5 წელი.
16.2. სკოლაში ჩარიცხვა წარმოებს შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
განცხადება სკოლის დირექტორის სახელზე
დაბადების მოწმობა (დედანი)
ორი ფოტოსურათი (3*4)
პირადობის მოწმობის ასლი
სამედიცინო ფორმა № 26
ხელშეკრულება
16.3 მოსწავლის სხვა სკოლიდან გადმოსვლის შემთხვევაში:
პირადი საქმე
მიმდინარე შეფასება
ბრძანების ამონაწერი სკოლიდან ამორიცხვის შესახებ
ხელშეკრულება
16.4. მოსწავლეთა კლასიდან კლასში გადაყვანა ხდება დადებითი (5 ქულა და მეტი) წლიური ქულის საფუძველზე.
16.5. ყველა მოსწავლეზე იხსნება პირადი საქმე,რომლის წარმოებაზე პასუხისმგებელია კლასის ხელმძღვანელი და საქმეთა მმართველი.
16.6. უარყოფითი (ოთხი ქულა და ნაკლები) წლიური შეფასების შემთხვევაში მოსწავლეს შეიძლება დაენიშნოს
საშემოდგომო გამოცდა.
16.7. მოსწავლე შეიძლება დათხოვნილ იქნას სკოლიდან მოსწავლისათვის შეუფერებელი საქციელის (იხ.მოსწავლეთა ქცევის კოდექსი) ჩადენის ან არადამაკმაყოფილებელი სწავლის შემთხვევაში .

მუხლი 17. მოსწავლის უფლება-მოვალეობანი

17.1. მოსწავლე ვალდებულია იცნობდეს მოსწავლეთა ქცევის კოდექსს და დაიცვას მისი მოთხოვნები.

მუხლი 18. გარდამავალი დებულებები

18.1. შინაგანაწესი ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცების შემდეგ.
18.2. ცვლილებების შეტანა შინაგანაწესში ხდება დირექტორის წარდგინებით პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე.

კალენდარი

«    February 2012    »
MoTuWeThFrSaSu
 
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29