| ჩვენს შესახებ | ||
| სახელი - შპს-ს დაარსების იდეა გაჩნდა 1998 წელს. ახალი საუკუნის შემოსავლის მოლოდინი იმდენად დიდი იო,რომ საქმიანობის სფეროს განმსაზღვრელ სათაურთან ერთად სიმბოლოდ ავირჩიეთ აღნიშვნა – XXI, იმის დასტურად, რომ ჩვენთან მიღებული განათლება XXI საუკუნის მოთხოვნებს სრულად დააკმაყოფილებს. რაც შეეხება სკოლის სახელს - “მერმისი” აღნიშნავს მომავალს და ჩვენი ზრუნვის საგანიც ხომ თქვენვისსაუკეთესო მომავლის შექმნის ხელშეწყობა . სიმბოლო – ჩვენი სიმბოლო არის მოსწავლის ხელში დაჭერილი მთელი სამყარო,მის გულში ჩადებული წიგნით.რაც ნიშნავს იმას, რომ ჩვენთან მიღებული განათლებით ახალგაზრდას მერმისში მთელი სამყაროს დაპყრობა შეუძლია. სლოგანი – ჩვენი სლოგანია: გახდი წარმატებული მერმისთან ერთად! ფერი - სკოლის ფერებია ლურჯი და ყვითელი : ფერების ფსიქოლოგია ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. “ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა პოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რელიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში. მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე – სატურნის, ალისფერი - იუპიტერის, ნარინჯის ფერი - მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა. .ამასთან ერთად, ფერები არამხოლოდ პლანეტებსა და მათ გავლენას ასახავენ, არამედ ადამიანთა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოუთითებენ. ფერი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, ვრცელ ინფორმაციას იძლევა თქვენი ხასიათის და ემოციური მდგომარეობის შესახებ. ყვითელი ფერი-ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც მზის ფერი, შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი. ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, ინტელიგენტობას აღნიშნავს. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ. ყვითელი ფერი ენერგეტიზმის ფერია. ყვითელი მზის ფერია. მზე სინათლის წყაროა, ძველეგვიპტურ მითოლოგიაში „რას“ სახელწოდებით ღმერთის მნიშვნელობას გამოსახავს. მზე სიცოცხლის სათავეა. ამდენად ყვითელი სიცოცხლის ფერი არის. მითოლოგიური წარმოდგენების ანალოგიას გვიდასტურებს ბიბლია. (თავი 1-3; 1-9;) „თქვა ღმერთმა იყოს ნათელი და იქმნა ნათელი, დაინახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო და გაჰყო ღმერთმა ნათელი და ბნელი.“ ე.ი. _ ნათელი _ მზიური _ ყვითელი ფერი სიცოცხლის იმპულსის მატარებელი ფერია. ლურჯი ფერი- სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, ჰერალდიკაში კი – სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას. “ცისფერი სისხლი” კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტს “ლურჯს” უწოდებენ. შპს "სასწავლო ცენტრი- XXI" დაფუძნდა 1998 წლის 6 ნოემბერს. 1999 წლის დეკემბერში სასწავლო ცენტრმა მიიღო ლიცენზია განათლების სამინიტროდან საშუალო სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შესახებ. საშუალო სკოლა ”მერმისი” სწორედ ამ დროიდან ფუნქციონირებს სკოლის დამფუძნებელი არის ლალი აბაშიძე , ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ა.წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. სასწავლო ცენტრს სკოლის შექნმაში თავის დროზე დახმარება გაუწიეს ბატონებმა დემურ ხარაბაძემ (მაშინდელი იმერეთის სამხარეო რესურსცენტრის მთავარი სპეციალისტი) და ივლიანე ნაჭყებიამ (ფიზიკა- მათემატიკური გიმნაზიის დირექტორი). სკოლამ საქმიანობა ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური გიმნაზიის შენობაში დაიწყო ორი მეათეკლასელი მოსწავლით,ერთი საკლასო ოთახით და ხუთი მასწავლებლით.ერთი წლის შემდეგ სკოლა გადავიდა მწერალთა სახლის შენობაში, ორი წლის შემდეგ -წერეთლის 64-ში, შპს ”თეატრონი-2”-ის ადმინიტრაციულ კორპუსში. ერთი წლის შემდეგ კიდევ მოხდა ადგილის შეცვლა და სკოლა გადავიდა წმინდა ნინოს ქ.# 3-ში.2004 წლის დეკემბერში სკოლამ შეძლო საკუთარი შენობის შეძენა,გარემონტება და 2005 წლის სექტემბრიდან სტაბილური მდგომარეობის მოპოვება. ხშირი დგილმონაცვლეობის გამო სკოლას ყოველწლიურად თითქმის თავიდან უხდებოდა საქმიანობის დაწყება:იფანტებოდა მოსწავლეები,შესაკეთებელი იყო ყველა შენობა,გადასახდელი იყო საიჯარო თანხა. სკოლას უკვე აქვს 700 კვ.მ ფართობის შენობა ცენტრალური გათბობით, დახურული და ღია სპორტული მოედნებით,ბიბლიოთეკით, ინტერნეტში ჩართული კომპიუტერული კაბინეტით, ინგლისურის კაბინეტი აღჭურვილი აუდიო,ვიდეო და დვდ მოწყობილობებით. დღეისათვის სკოლამ შეძლო ღირსეული ადგილის დამკვიდრება საგანმანათლებლო სივრცეში. სკოლის მოსწავლეები აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციებში,ოლიმპიადებსა თუ სხვადასხვა სახის სპორტულ შეჯიბრებებში. სასწავლო პროცესში გამოიყენება სწავლების უახლესი მეთოდები.უცხო ენების სწავლებაში აქტიურადაა ჩართული ინტერნეტ-გაკვეთილები უცხოელი სპეციალისტების დახმარებით. ![]() |
||
| Mo | Tu | We | Th | Fr | Sa | Su |
|---|---|---|---|---|---|---|